გვარდიოლა 400-იანთა კლუბში - პეპის ახალი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში

ხოსეპ გვარდიოლამ თავის სამწვრთნელო კარიერაში მე-400 მატჩი მოიგო. ეს ნიშნული მან გუშინ დააფიქსირა, როდესაც მისმა "სიტიმ" "ბორნმუთს" 3:1 სძლია. 

აღნიშნული 400 გამარჯვებიდან პეპს 179 "ბაიერნში", 124 "ბაიერნში", ხოლო 97 "სიტიში" აქვს მოპოვებული. 

მთლიანობაში, გვარდიოლამ გუნდები 543 შეხვედრაში გაწვრთნა. მისმა კლუბებმა 400 წარმატებული მატჩის გარდა 83 ფრე ითამაშეს, 60-ჯერ კი დამარცხდნენ.

პეპის ტიტულების ჩამონათვალი კი მართლაც შთამბეჭდავია. 

სამი ლა ლიგა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა ("ბარსელონა"), სამი ბუნდესლიგა ("ბაიერნი"), პრემიერ ლიგა "სიტიში" და კიდევ ბევრი ქვეყნის თასი. 

ხოსეპ გვარდიოლა: "ლიონი" ერთ-ერთი ყველაზე რთული გუნდია, რომელსაც აქამდე ჩემი კლუბები შეხვედრიან

მესი თუ რონალდო? გვარდიოლა თუ მოურინიო? - იურგენ კლოპმა ბლიც-ინტერვიუს შეკითხვებს უპასუხა

მანჩესტერ სიტი ბარსელონა ხოსეპ გვარდიოლა ბაიერნი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ