ცნობილია, რომელ ქართულ არხზე შეგეძლებათ ხვალ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის ყურება

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა და სფფ-ის პრეს-ატაშე ოთარ გიორგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

პირველი არხი პირდაპირ ტრანსლაციას დუბლინიდან თბილისის დროით 15:00 საათიდან შემოგთავაზებთ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები IV კალათაშია. წარმოგიდგენთ წილისყრაში მონაწილე ნაკრებებს კალათების მიხედვით. 

I კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი
II კალათა: გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი
III კალათა: სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი
IV კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, ჩერნოგორია, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო
V კალათა: მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები
VI კალათა: ლატვია, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

კალათები დაწყვილდა - ვინ შეიძლება მოხვდეს ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში?

საქართველოს ნაკრები

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია