"ასეთი საქციელი სრული სიგიჟეა" - ჯენარო გატუზო კალენდრით უკამყოფილოა

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ უკმაყოფილება არ დამალა იმაზე, რომ მის გუნდს ევროპის ლიგის მატჩის შემდეგ, კვირას ადრიანად ათამაშებენ. 

"ეს აბსურდია! თამაში ევროპის ლიგაზე და შემდეგ კვირა შუადღით მატჩის ჩატარება სრული სიგიჟეა. 

ამ ყველაფერი ვერანაირ საბაბსა და არგუმენტს ვერ ვხედავ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ "პარმასთან" მოედანზე 3 ქულისთვის გავალთ. 

"პარმა" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც კარგი შემტევები ჰყავს და შემთხვევითი სულაც არაა, რომ ისინი მე-6 ადგილს იკავებენ", - განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "პარმას" შეხვედრა 2 დეკემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. 

იტალიის ვიცე-პრემიერი: ჯენარო გატუზო უტვინო და ჯიუტი ადამიანია

მილანი ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება