ჟოზე მოურინიო: ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ გუნდებს შორის დონეები გათანაბრდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფი გუნდები ფინანსურად გაძლიერდნენ და წამყვან ფეხბურთელებს აღარ ჰყიდიან. 

მისი თქმით, ახლა მაღალი დონის ფეხბურთელის ტრანსფერი გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ადრე იყო. 

"მიუხედავად იმისა, რომ "ტოტენჰემს" დიდ პატივს ვცემ და ის დიდებული გუნდია, ისტორიულად "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო მაღალი დონის გუნდია. 

შეგვიძლია თუ არა დღეს "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ვიყიდოთ? არა. ისინი თავიანთ მოთამაშეებს არ ჰყიდიან. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ისინი საკმაოდ ძლიერ გუნდად ყალიბდებიან. 

რამდნეიმე წლის წინ მათ საუკეთესო ფეხბურთელები მაიკლ კერიკი და დიმიტარ ბერბატოვი ჰყავდათ, რომლებიც "მანჩესტერში" გადაბარგდნენ. 

დღეს კი უბრალოდ შეუძლებელია, რომ ჰარი კეინი, დელე ალი, კრისტიან ერიქსენი, ან სონი გადმოიბირო. 

ფეხბურთი შეიცვალა. კლუბები ფინანსურად გაძლიერდნენ და საუეკთესო ფეხბურთელებს აღარ ყიდიან. ადრე, შედარებით სუსტი გუნდები გაიძახდნენ:

"გთხოვთ, იყიდეთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები! ფული გვჭირდება".

სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დღეს დონეები შედარებით გათანაბრდა", - აღნიშნა მოურინიომ. 

ჟოზე მოურინიო მოედანს მიღმა - "განსაკუთრებულის" პირადი ცხოვრება და 30-წლის წინ შექმნილი ოჯახი

შეშლილი ჟოზე მოურინიო - "მანჩესტერის" მწვრთნელმა ფელაინის გოლის შემდეგ წყლის ბოთლები დაამტვრია [VIDEO]

"მანჩესტერის" დიდი დანაკლისი - მოურინიოს გუნდს ალექსის სანჩესი ხანგლრძრივი ვადით დაუშავდა

მანჩესტერ იუნაიტედი ჟოზე მოურინიო ტოტენჰემი კრისტიან ერიქსენი ჰარი კეინი დელე ალი

მსგავსი პოსტები

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

უდიდესი სენსაცია - მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასული გუნდი ჩაიბარა