"წადი, თორე დაგხვრიტავთ!" - ცსკა-ს პრეზიდენტი ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება

მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტმა ევგენი გინერმა მსაჯების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრ ეგოროვი გააკრიტიკა და ერთგვარად დაემუქრა. 

"ალექსანდრ ეგოროვი სანამ თავის პოსტზე იქნება, ჩემპიონატს ვერ განვავითარებთ და ვერც ჩვენი ნაკრები ვერ წავა წინ. 

ის თუ არ გადადგება, შეიძლება დავხვრიტოთ კიდეც! ჩემპიონატში მილიონობით შეცდომა ხდება და ამაზე თვალს ხუჭავენ", - ამბობს გინერი. 

გინერის უკმაყოფილება "კრასნოდარისა" და ცსკა-ს მატჩმა გამოიწვია, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

მსაჯმა სამჯერ გამოიყენა VAR და სამივე შემთხვევაში შეხვედრა 5 წუთით შეჩერდა, თუმცა მსაჯმა "კრასნოდარის" სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. 

მოსკოვის ცსკა ევგენი გინერი ალექსანდრ ეგოროვი

მსგავსი პოსტები

"თქვე ბო****შვილებო" - ისკომ ცსკა-სთან მატჩში "რეალის" ფანებს აგინა

"წადი, თორე დაგხვრიტავთ!" - ცსკა-ს პრეზიდენტი ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება

9 წლის შემდეგ - ვისთან წააგო ბოლოს "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო შეხვედრა