ილიას ზუროსი: ის კალათბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია... თბილისში ისრაელთან უფრო რთული ბრძოლა გველის

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესტონეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ (80:73), კომენტარი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა. 

"ის კალათბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გვქონდა მატჩისთვის სრულყოფილად მომზადების დრო. ამასთან, ესტონეთი სხვა სტილის ნაკრებია. მოძრავია და პერიმეტრიდან შესანიშნავად სტყორცნის. ასეთი გუნდების დაჭერა ყოველთვის რთულია. ხელს ისიც გვიშლიდა, რომ გვქონდა მცირე ტრავმები…

მადლობა ჩემს კალათბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. აქამდე იშვიათად უწევდათ ორ ტანმაღალ ცენტრს, გიორგი შერმადინსა და გოგა ბითაძეს ერთმანეთის გვერდით თამაში. ესტონეთში დიდი დროის განმავლობაში ორივე მოედანზე იყო და მათი ურთიერთქმედებით კმაყოფილი ვარ. გოგა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბის დიდი ტალანტია და ეს დღესაც დაამტკიცა. მათთვის რთული იყო ტანდაბალი, სწრაფი მეტოქეების დევნა, მაგრამ თავი ყველა დავალებას კარგად გაართვეს და ფარქვეშ დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ.

კიდევ უფრო რთული ბრძოლა გველის 3 დეკემბერს თბილისში, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა შინ თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობაა, რადგან სპორტის სასახლე ბოლომდე ივსება და იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერადაც ლამაზი დარბაზისა და ლამაზი თამაშის მომსწრენი გავხდებით.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთი დაამარცხა

 
გოგა ბითაძე ილიას ზუროსი საქართველოს კალათურთელთა ნაკრები

მსგავსი პოსტები

"ეს ჩემთვის კარგი შანსია" - გოგა ბითაძის პირველი კომენტარი "ბუდეჩნოსტში" გადასვლის შემდეგ

ილიას ზუროსი: როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი

ილიას ზუროსი: ის კალათბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია... თბილისში ისრაელთან უფრო რთული ბრძოლა გველის