შვეიცარიელთა მწვრთნელი: ქართველებისგან ამის ნახვამ გამაოგნა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში შვეიცარიამ საქართველოს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 

ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული "სენტ გალენის" ნახევარმცველი სედრიკ იტენი გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი შვეიცარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა გააკეთა. 

"ძალიან რთული თამაში გამოვიდა და გამარჯვებას უდიდესი ენერგიის დახარჯვის ხარჯზე მივაღწიეთ. 

საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და გაოგნებული ვიყავი, თუ როგორი ორგანიზებულები იყვნენ ისინი ამ შეხვედრაში. 

ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. ახლა გიბრალტარს უნდა მოვუგოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ", - თქვა პეტკოვიჩმა. 

ის, რაც ყველას გამორჩა - საოცარი ფაქტი შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრების მატჩში

ვლადიმერ პეტკოვიჩი

მსგავსი პოსტები

შვეიცარიელთა მწვრთნელი: ქართველებისგან ამის ნახვამ გამაოგნა