მსაჯი: შევცდი თუ არა პენალტის დანიშვნისას? - ჩემი პასუხი სწორედ ესაა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. 

ჩვენი გუნდი აშკარად მსაჯმა დააღალატა, რომელმაც ბოლო წუთზე მოგონილი პენალტი დანიშნა. 

შეხვედრის შემდეგ არბიტრმა კრისტოფერ ჯაგერმა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან სწორედ პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა. 

"იყო თუ არა პენალტი? - ეს ეპიზოდი ბევრჯერ ვნახე და ისევ იმავე აზრზე დავრჩი. პენალტი აშკარად დასანიშნი იყო.

ვიცი, რომ ბევრი თვლის, რომ სუსტი გუნდი დაიჩაგრა, თუმცა სიმართლე ისაა, რომ პენალტი იყო", - თქვა ჯაგერმა. 

საქართველო მსაჯმა გაყიდა - რა მოხდა ახალგაზრდული ნაკრების მატჩის ბოლო წუთზე [VIDEO]

კრისტოფერ ჯაგერი

მსგავსი პოსტები

მსაჯი: შევცდი თუ არა პენალტის დანიშვნისას? - ჩემი პასუხი სწორედ ესაა