სრული საოცრება - საქართველოს ჩემპიონატში "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს

ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი "თელავი" იუწყება, რომ კლუბმა "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი კამერუნელი ნახევარმცველი ლიონელ ენგუენე დაიმატა. 

მან ფეხბურთის თამაში ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს სახელობის აკადემიაში დაიწყო, მერე კი კატალონიაში გადაბარგდა და 2007-2015 წლებში "ბარსელონას" აკადემიაში ვარჯიშობდა.

კამერუნელმა 2015-2016 წლების საფეხბურთო სეზონი "ბარსელონა B"-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი ჩაატარა და 2016-ის იანვარში იჯარის წესით თურქულ "ანთალიასფორს" მიაშურა (6 მატჩი).

2016-2017 წლების სეზონისთვის ლიონელ ენგუენე "ბარსელონამ" მესამე დივიზიონის კლუბ "ლუგოში" გაანათხოვრა, 2017-ის იანვრიდან კი პორტუგალიურ "ლეიშოეშში" ჩაატარა 2 მატჩი.

ლიონელ ენგუენეს კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი 3 მატჩი და მან "ბარსელონას" შემადგენლობაში 2013-2014 წლების სეზონის უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

თელავი ბარსელონა ლიონელ ენგუენე

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ