კრიშტიანო რონალდოს ორ წლიან დისკვალიფიკაცის აძლევენ - პორტუგალიელი კარიერას ასრულებს?

იტალიური პრესის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

საქმე იმაშია, რომ მან სტადიონი "მილანთან" მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დატოვა, რაც კანონით აკრძალულია და მას დოპინგ-კონტროლი უნდა გაევლო.

ამის შესახებ ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ შემდეგი განაცხადა. 

"რონალდომ სტადიონი ნაადრევად დატოვა? ეს აკრძალულია, რადგან ნამატჩევს დოპინგ-კონტროლი ტარდება. მახსოვს, "ლაციოსთან" დერბის მერე სასწრაფოდ სტადიონზე დაბრუნება მომიწია, რათა ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ მიმეღო", - ციტირებს კასანოს AS-ი.
 
როგორც იცით, კრიშტიანო მაურისიო სარიმ 55-ე წუთზე პაულო დიბალათი შეცვალა და არგენტინელმა გამარჯვების გოლიც შეაგდო. 
 
იტალიურ პრესაში იწერება, რომ რონალდოსა და სარის შორის დიდი უთანხმოებაა. 
 
მილანი ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო ანტონიო კასანო

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა