todofichajes.com ავრცელებს ცნობას, რომ საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის დამატება ლა ლიგის ბინადარ "ვალენსიას" სურს.
უფრო მეტიც, წყარო წერს, რომ "ღამურების" წარმომადგენლები ბელგიურ კლუბს უკვე დაუკავშირდნენ, "გენტმა" კი "მესტალიას" ბინადრებს შეუთვალა, რომ ფეხბურთელს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა რამდენიმე კვირის წინ გაახანგლძრივა "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლამდე ეს გავრცელებული ინფორმაცია ცოტათი უცნაურია.
ჩაკვეტაძეს ამჟამად ტრავმა აქვს და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ის მოედანზე 2019 წლის აპრილის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
▶ ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე
▶ ბუნდესლიგის გრანდმა დაადასტურა: გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა გვსურს!
▶ 2020 წლის ზაფხულში "ნაპოლის" მიზანი გიორგი ჩაკვეტაძის დამატება იქნება