"ნაპოლიში" სრული ქაოსია - კარლო ანჩელოტის გუნდიდან უახლოეს დღეებში გაუშვებენ

იტალიური პრესა წერს, რომ სერია A-ს ვიცე-ჩემპიონ "ნაპოლიში" სრული არეულობა და ქაოსია. 

საქმე იმაშია, რომ საშინაო ჩემპიონატის ბოლო 3 ტურში გუნდმა მხოლოდ 2 ქულა აიღო, ჩემპიონთა ლიგაზე კი საკუთარ მოედანზე "ზალცბურგთან" ფრე ითამაშა. 

სწორედ ავსტრიულ კლუბთან მატჩის შემდეგ იფეთქა "ნეაპოლიტანელთა" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომელმაც ბრძანება გასცა, რომ ფეხბურთელები 5 დღე ბაზაზე დარჩენილიყვნენ. 

მოთამაშეები პრეზიდენტს არ დაემორჩილნენ და მათ ჩვეულ რეჟიმში წვრთნა გააგრძელეს.

საინტერესოა, რომ "ზალცბურგთან" შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტი არ გამოცხადებულა, რომელმაც მეორე დღეს განაცხადა, რომ დე ლაურენტისის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. 

იტალიური პრესა ასევე წერს, რომ "ნაპოლიში" ანჩელოტის დღეები დათვლილია და დე ლაურენტისი დაუმორჩილებლობის გამო მას მალე კარისკენ მიუთითებს.

საინტერესოა, რომ კლუბმა გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფეხბურთელები ფინანსურად დაჯარიმდებიან, რადგან პრეზიდენტს არ დაემორჩილნენ. 

ნაპოლი კარლო ანჩელოტი აურელიო დე ლაურენტისი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - მარადონა ევროპაში ბრუნდება და ერთ-ერთ გრანდს გაწვრთნის

"საჯარო ადგილებში სექსი მიყვარს" - ნახეთ, სად ჰქონდათ სექსი დრის მერტენსსა და მის მეუღლეს

კარლო ანჩელოტი: კახა კალაძეს ცრემლები მოსდიოდა, მაგრამ ეს გმირობა მაინც ჩაიდინა