მარიო ბალოტელი: თუ ეს კიდევ მოხდა, კარიერას დავასრულებ და ბურთს აღარასდროს გავეკარები

სერია A-ს მე-11 ტურში "ვერონამ" "ბრეშია" მიიღო და 2:1 დაამარცხა. 

მეორე ტაიმში, ერთ-ერთ ეპიზოდში, მასპინძელთა ფანებმა, მარიო ბალოტელის მიმართ რასისტული შეძახილები წამოიძახეს და მათ ვალში არც იტალიელი ფორვარდი დარჩა.

მან დემონსტრაციულად ბურთი ტრიბუნებისკენ დაარტყა და თან ფანებს მიაგინა. 

მარიო მოედანი დატოვა და თამაშის გაგრძელებას აღარ აპირებდა, თუმცა თანაგუნდელებმა და "ვერონას" ფეხბურთელებმა ის თამაშზე დაიყოლიეს. 

საბოლოოდ, ბალოტელიმ ერთი ბურთი 85-ე წუთზე გაქვითა, თუმცა მისმა კლუბმა ქულა ვერ გადაარჩინა და ამ მატჩის შემდეგ "ბრეშიას" მწვრთნელი ეუჯენიო კორინი გაათავისუფლეს. 

შეხვედრის შემდეგ ბალოტელიმ თქვა, რომ თუ რასისტული ფაქტები კიდევ მოხდება, ის კარიერას დაასრულებს, რადგან ამის ატანა უკვე შეუძლებელია. 

სიგარეტი "იუვენტუსთან" მატჩის წინ - მარიო ბალოტელის სკანდალური ვიდეო გადაუღეს [VIDEO]

მარიო ბალოტელიმ ახსნა, რატომ გადავიდა "ბრეშიაში"

მარიო ბალოტელი ბრეშია ვერონა

მსგავსი პოსტები

მარიო ბალოტელი: ამ გუნდში აუცილებლად დავბრუნდები

მარიო ბალოტელიმ ის გუნდი დაასახელა, სადაც კარიერას დაასრულებს

"მარსელთან" მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მარიო ბალოტელი იტალიაში ბრუნდება