უმძიმესი სასჯელი - რა ბედი ელის სონს ანდრე გომეშისთვის ფეხის მოტეხვის გამო

პრემიერ ლიგის მე-11 ტურში "ტოტენჰემი" "ევერტონს" ეწვია და ფრე, 1:1 ითამაშა. 

მატჩის 77-ე წუთზე კი ყველაზე სამწუხარო და გამაოგნებელი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ლონდონელთა შემტევმა სონმა ლივერპულელების ნახევარმცველ ანდრე გომეშს ფეხი მოსტეხა. 

რა თქმა უნდა, შეხვედრის არბიტრმა მარტინ ატკინსონმა მას უმალვე წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ინგლისური მედია ვარაუდობს, რომ სასჯელი გაცილებით მკაცრი იქნება.

სავარაუდოდ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია სონს 5 მატჩის გამოტოვებით დასჯის, ანდრე გომეშმა კი შესაძლოა ფეხბურთი ვეღარასდროს ითამაშოს. 

ევერტონი ლონდონის ტოტენჰემი ანდრე გომეში ჰეუნგ-მინ სონი

მსგავსი პოსტები

მია ხალიფა: თუ "ლივერპული" ლიგას მოიგებს, ამ ადამიანებთან სექსით დავკვავდები

უდიდესი სკანდალი - მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი

ზიდანმა სურვილი აისრულა - "რეალმა" მსოფლიო ვარსკვლავი დაიმატა!