"ეს ჩვენი სიგნალია" - პაულო დიბალა დუბლზე და მომავალზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "იუვენტუსმა" საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ტურინელები 77-ე წუთამდე მარცხდებოდნენ, თუმცა შემდეგ პაულო დიბალამ იყოჩაღა და 3 წუთში დუბლი გაახერხა.

არგენტინელმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარიც გააკეთა. 

"ეს გოლები ძალიან მჭირდებოდა. მიუხედავად თითქმის მთელი თამაში ჩამორჩენისა, გვქონდა იმის გამოცდილება, რომ მშვიდად ვყოფილიყავით და ჩვენს შანსს დავლოდებოდით. 

დიბალა იგუაინი და რონალდო ერთად? არ ვიცი, მწვრთნელი ვარჯიშებზე სხვადასხვა სქემაზე მუშაობს და გამორიცხული არც ესაა. 

"იუვენტუსი" ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და ჩვენ მეტოქეებს სიგნალს ვუგზავნით, რომ კვლავ უძლიერესნი ვართ", - ამბობს დიბალა. 

ტურინის იუვენტუსი პაულო დიბალა მოსკოვის ლოკომოტივი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია