ბუნდესლიგის გრანდმა დაადასტურა: გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა გვსურს!

პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში "აინტრახტის" აქციონერმა კაზიმ არიფოვმა განაცხადა, რომ ფრანკფურტულ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება სურს. 

არიფოვი, რომელიც უზბეკეთიდანაა, ახლა ფრანკფურტში ცხოვრობს და 9 წელია ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერია.

აი, რა უთხრა მან პირველ არხს:

"ვიცი, რომ ქართველებს ყოველთვის საინტერესო მოთამაშეები გყავდათ და გყავთ. მაგალითად, ჩაკვეტაძე ძალიან კარგი მოთამაშეა. მისი აყვანა ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბს სურს. მათ შორისაა "აინტრახტიც". 

გიორგი ახლა ტრავმირებულია და არ თამაშობს, მაგრამ მოედანს მალე დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, ინტერესი არ შენელდება" – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კაზიმ არიფოვი.

2020 წლის ზაფხულში "ნაპოლის" მიზანი გიორგი ჩაკვეტაძის დამატება იქნება

ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი ფრანკფურტის აინტრახტი კაზიმ არიფოვი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა