მასობრივი ჩხუბი მექსიკის ჩემპიონატის მატჩში - ათეულობით ადამიანი ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის

საშინელი ფაქტი დაფიქსირდა მექსიკის ჩემპიონატის მე-14 ტურში, სადაც "სან ლუისი" "კერეტაროს" მასპინძლობდა. 

შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო. ამ დროისთვის სტუმრები ანგარიშით 2:0 იგებდნენ. 

მასობრივ ჩხუბში მოწინააღმედეგე გუნდების გულშემატკივრები ჩაერთვნენ. Espn-ის ცნობით, დაშავდა 37 ადამიანი, მათგან რამდენიმეს ვითარება განსაკუთრებით მძიმეა და სიკვდილს ებრძვიან. 

საბოლოოდ, პოლიციის დიდი ძალისხმევის შედეგად, სიტუაციის განმუხტვა მოხერხდა. 

რა თქმა უნდა, მატჩი აღარ გაგრძელებულა. მომხდარი ფაქტი მესიკის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაგმო. 

კერეტარო სან ლუისი

მსგავსი პოსტები

მასობრივი ჩხუბი მექსიკის ჩემპიონატის მატჩში - ათეულობით ადამიანი ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის