ჯანლუიჯი ბუფონი: მეორე ნომრობას მხოლოდ "იუვენტუსს" თუ დავთანხმდებოდი

"იუვენტუსის" ვეტერანმა კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მე-2 ნომრობას მხოლოდ ტურინულ გრანდს დასთანხმდებოდა. 

"ბევრი ადამიანი დაბნეული იყო, როდესაც მე "იუვენტუსში" დავბრუნდი და მეორე ნომრობას დავთანხმდი. 

სიმართლე გითხრათ, ეს მხოლოდ "იუვენტუსისთვის" გავაკეთე და სხვა არცერთი გუნდის მსგავს წინადადებას არ დავთანხმდებოდი. 

აქ დაბრუნება ძალიან მიხარია. გასახდელი, ფანები და ატმოსფერო, ძალიან ბედნიერი ვარ", - ამბობს 41 წლის ბუფონი. 

შეგახსენებთ, რომ ბუფონი ზაფხულში "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა და ის 1 სეზონის განმავლობაში პსჟ-ში ირჯებოდა.

ტურინელთა ძირითადი მეკარე ამჯამად პოლონელი ვოიცეხ შესნია. 

ჯანლუიჯი ბუფონის საჩოგბურთო პარალელი: მესი ფედერერია, რონალდო კი ნადალი

ჯანლუიჯი ბუფონი საკლუბო დონეზე აბსოლიტური რეკორდსმენი გახდა

ტურინის იუვენტუსი პსჟ ჯანლუიჯი ბუფონი ვოიცეხ შენი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ