ხოსეპ გვარდიოლა: ამ ფეხბურთელს 500 მილიონადაც არ გავყიდით

მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდის ამომავალ ვარსკვლავ ფილ ფოდენზე დიდ იმედებს ამყარებს. 

პეპი ამბობს, რომ 19 წლის შემტევს 500 მილიონი ევროს სანაცვლოდაც არ შეელევა და ის მალე გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება. 

"ფოდენს ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ და ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 500 მილიონ ევროდაც არ გავყიდი. 

მას არსად გავუშვებთ და ის მანჩესტერ "სიტის" მომავლად გვესახება. როდესაც დავიდ სილვა ამ სეზონის შემდეგ კლუბიდან წავა, უკვე ვიცით თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი და ნამდვილი ბრილიტანტი", - ამბობს პეპი. 

შეგახსენებთ, რომ ფილ ფოდენი "სიტის" აღზრდილია და ძირითად გუნდში 2017 წლიდან მოყოლებული ირიცხება. 

ხოსეპ გვარდიოლა: ამის გამო თავის მოკვლას ნამდვილად არ ვაპირებ

მანჩესტერ სიტი ხოსეპ გვარდიოლა ფილ ფოდენი

მსგავსი პოსტები

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

სრული სიგიჟე - რა დადებული ფსონი გამოიცნო ინგლისელმა ფანმა "სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩზე

მანჩესტერ "სიტის" ბანაკში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა