"კახა კალაძემ მუხლზე ხელი დამადო და მკითხა: "საღამოს მარტო ხარ?" - კალაძის კიევური ამბები

კიევის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის და ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერის კახა კალაძის შესახებ ისტორია მოჰყვა. 

კალაძე და ხაკევიჩი "დინამოში" ერთად 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით ასპარეზობდნენ. 

საინტერესოა, რომ ხაკევიჩი ამჟამად მწვრთნელია და ის სწორედ "დინამოს" მოძღვრავდა, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ დაითხოვეს. 

"როცა კალაძე "დინამოში", გადმოვიდა მან უკრაინული კი არა რუსულიც არ იცოდა.

მე მას ვეხმარებოდი ყოველდღიურ საქმიანობებში. ერთხელ, მანქანით მივდიოდი და უცებ კალაძემ მუხლზე ხელი დამადო და მკითხა - "საღამოს მარტო ხარ"?

სიმართლე გითხრათ, გავოცდი, რადგან მანამდე სულ ვფიქრობდი რომ ქართველები ქალებთან ურთიერთობების დიდოსტატები იყვნენ და კახასგან ამას არ ველოდი.

მას ვუპასუხე, რომ საღამოს მეუღლესთან ერთად გატარებას ვაპირებდი. 

კახამ გადაიხარხარა. აღმოჩნდა რომ ენის პრობლემის გამო არასწორად გამოხატა სათქმელი. მას უბრალოდ ჩემი რესტორანში დაპატიჟება უნდოდა და უნდოდა ეკითხა თავისუფალი ვიყავი თუ არა.
 
კალაძე დიდებული ადამიანია. როდესაც ის "დინამოში" მოვიდა, ალკოჰოლოს საერთოდ არ სვამდა.
 
წარმოგიდგენიათ, ქართველი რომელიც არ სვამს?! მაგრამ როცა მისი მამა და ძმა ჩამოდიოდნენ, ყველაფერი ქართულად ხდებოდა.
 
მეორე ქართველი გიორგი დემეტრაძე სრულიად განსხვავდებოდა კახასგან. მას სმაც უყვარდა და სადღეგრძელოების თქმაც.
 
ის და კახა კალაძის მამა მშობლების სადღეგრძელოთი იწყებდნენ და რესტორნების და ადმინისტრაციის სადღეგრძელოებით ამთავრებდმენ", - იხსენებს ხაცკევიჩი. 
კიევის დინამო კახა კალაძე ალექსანდრ ხაცკევიჩი

მსგავსი პოსტები

"კახა კალაძემ მუხლზე ხელი დამადო და მკითხა: "საღამოს მარტო ხარ?" - კალაძის კიევური ამბები

"დინამო" ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირს იმატებს

ნახეთ, როგორ პოზირებს სრულიად შიშველი "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის მეუღლე [PHOTO]