ოფიციალურად: "მილანი" სტეფანო პიოლის ჩააბარეს

"მილანმა" თავის ოფიციალურ საიტზე იუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი სტეფანო პიოლი გახდა. 

53 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე მარკო ჯამპაოლო ჩაანაცვლა და გუნდთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა. 

ის კარიერის განმავლობაში არაერთ იტალიურ გუნდს, მათ შორის მილანის "ინტერსაც" ავარჯიშებდა, ბოლოს კი ფლორენციის "ფიორენტინას" მოძღვრავდა. 

შეგახსენებთ, რომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის რანგში სეზონი მარკო ჯამპაოლომ დაიწყო, ვინაც ამ პოსტზე მხოლოდ 111 დღე იმუშავა, რაც ანტი-რეკორდია. 

მარკო ჯამპაოლომ "მილანში" ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა

მილანი სტეფანო პიოლი მარკო ჯამპაოლო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება