ჯენარო გატუზო უახლოეს დღეებში სერია A-ს გუნდს ჩაიბარებს

Sky Sport Italia წერს, რომ ჯენარო გატუზო უახლოეს დღეებში "სამპოდორიას" მთავარი მწვრთნელი გახდება. 

გენუური კლუბიდან 2 დღის უკან ეუსებიო დი ფრანჩესკო გაათავისუფლეს, ვისაც ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა და კლუბი მის ხელში ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იყო. 

საინტერესოა, რომ გატუზოს სამსახურს მეორე გენუური გუნდი "ჯენოაც" სთავაზობდა, თუმცა მან არჩევანი "სამპოდორიაზე" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო ზაფხულის მერე, მას შემდეგ რაც "მილანიდან" წავიდა, უმუშევარია. 

ჯენარო გატუზო "მილანში" მხოლოდ ერთ ვარიანტში დაბრუნდება

ჯენარო გატუზო სერია A-ს გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

ჯენოა მილანი ჯენარო გატუზო გენუის სამპოდორია

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება