იტალიელი ჟურნალისტი: "მილანს" დღეს სტეფანო პიოლის ჩააბარებენ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ დღეს "მილანი" სამწვრთნელო ცვლილებას გამოაცხადებს. 

გუნდს მარკო ჯამპაოლო დაემშვიდობება, მის ადგილს კი 53 წლის სტეფანო პიოლი დაიკავებს. 

"როსონერის" ბოსებს კლუბის მენეჯერად ლუჩიანო სპალეტის მიწვევა სურდათ, თუმცა კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდნენ. 

შეგახსენებთ, რომ მარკო ჯამპაოლო "მილანს" ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. რაც შეეხება პიოლის, მას არაერთი იტალიური გუნდი გაუწვრთნია, ბოლოს კი "ფიორენტინას" ავარჯიშებდა, საიდანაც არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. 

მილანი სტეფანო პიოლი მარკო ჯამპაოლო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება