ნიკოლო ბარელა: მზად ვარ, კონტეს გამო მოედანზე მოვკვდე

მილანის "ინტერის" ახალწვეულმა ნიკოლო ბარელამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ "ნერიაძურიმ" 22 წლის ნახევარმცველი "კალიარიდან" ზაფხულში იჯარით აიყვანა. 

"კონტე ყველა მწვრთნელისგან განსხვავდება. შენ მას მაშინვე გაუგებ, როდესაც პირველად გაესაუბრები. 

მზად ვარ მისთვის მოედანზე მოვკვდე. დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი ამას განიცდის, როდესაც კონტეს გუნდში თამაშობს. 

ის დიდებული ტაქტიკოსია და ყველა ვარჯიშზე მისგან რაიმე ახალს სწავლობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მასთან ერთად წარმატებას მივაღწიოთ", - თქვა ბარელამ. 

ანტონიო კონტემ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის შეძენა მოითხოვა

"ინტერის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სერია A-ში რეკორდი დაამყარა

ანტონიო კონტე სასუოლო მილანის ინტერი ნიკოლო ბარელა

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

მეუღლე იკარდის თანაგუნდელთან ღალატობდა - იტალიურმა პრესამ კონფლიქტის მიზეზები გამოიკვლია