ერნესტო ვალვერდე: შესვენებაზე სწორი გადაწყვეტილებები მივიღე და შედეგიც მოვიდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "ბარსელონამ" მილანის "ინტერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს ესაუბრა. 

"ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. "ინტერმა" ანგარიში გახსნა და შემდეგ რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ჩვენს ეს მომენტი გადავლახეთ. 

მეტოქე შესანიშნავად ასპარეზობდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და უკეთესნი ვიყავით. 

შესვენებაზე ბევრი რამ გავაანალიზე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღე. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომ დავალებები კარგად შეასრულეს", - თქვა ვალვერდემ.

ლიონელ მესიმ უსიამოვნო ტრადიცია ვერ დაარღვია

ბარსელონა ერნესტო ვალვერდე მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ