შესანიშნავი მიღწევა - კრიშტიანო რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანო რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა. 

ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს მოგებული. 

მისმა "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ლევერკუზენი" 3:0 დაამარცხა, ერთი ბურთი კი თავად კრიშტიანომ შეაგდო. 

რონალდოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უკვე 102 გამარჯვება მოუგროვდა. 

101 გამარჯვება აქვს მოპოვებული ლეგენდარულ მეკარე იკერ კასილასს, ჩავი ერნანდესს კი - 91. 

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე რონალდომ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი შეაგდო. 

"კრიშტიანო სულ სხვა დონეა" - იგუაინმა რონალდოს შესახებ ისაუბრა

კრიშტიანო რონალდო: ამ 3 ადამიანს დიდი ხანია ვეძებ და...

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო ლევერკუზენი იკერ კასილასი ჩავი ერნანდესი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა