იტალიური პრესა: კლაუდიო მარკიზიო ხვალ კარიერის დასრულებას იუწყებს

იტალიური პრესა იუწყება, რომ ხვალ, 3 ოქტომბერს, ვეტერანი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულებას გამოაცხადებას. 

ის ხვალ ტურინის "იუვენტუსის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდება და თავის მომავალზე ისაუბრებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მან ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება უნდა იუწყოს. 

მარკიზიოს მთელი კარიერა "იუვენტუსში" აქვს გატარებული და მხოლოდ ერთი წლით იყო განათხოვრებული "ემპოლიში". 

ის გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში" ჩაირიცხა, თუმცა რუსული კლუბიდან 1 სეზონის შემდეგ წამოვიდა ახლა ასევე ჯერ კიდევ თავისუფალი აგენტია. 

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომლებიც თავისუფალი აგენტები არიან

ტურინის იუვენტუსი სანქტ-პეტერბურგის ზენიტი კლაუდიო მარკიზიო

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია