ანდრეი შევჩენკო "მილანში" ბრუნდება - უკრაინელს მხოლოდ ერთი პირობა აქვს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი წერს, რომ ანდრეი შევჩენკო "მილანის" ჩაბარებას დასთანხმდა, თუმცა ერთი პირობით. 

საქმე იმაშია, რომ ის ამჟამად უკრაინის ნაკრებს მოძღვრავს და საკუთარი სამშობლოს მთავარი გუნდის შუა გზაზე მიტოვება არ სურს. 

მან "როსონერის" სპორტულ დირექტორ პაოლო მალდინის შეუთვალა, რომ "მილანს" ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩაიბარებს და პარარელურად უკრაინის ნაკრებსაც გაწვრთნის. 

თუ "ლომბარდიელები" ასეთ წინადადებას დასთანხმდებიან, შევჩენკოც "სან სიროს" დაუბრუნდება. 

შეგახსენებთ, რომ "მილანს" ამჟამად მარკო ჯამპაოლო წვრთნის, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები აქვს. 

შევჩენკო და სხვა - რომელი სპეციალისტები განიხილებიან "მილანის" შესაძლო მთავარ მწვრთნელად

მილანი ანდრეი შევჩენკო მარკო ჯამპაოლო

მსგავსი პოსტები

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]

უდიდესი მოულოდნელობა - იტალიის პოლიციამ ანდრეი შევჩენკო დააპატიმრა

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი