ცნობილი გახდა, რატომ შეცვალა შესვენებაზე ზინედინ ზიდანმა ტიბო კურტუა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იმ მიზეზზე წერს, რის გამოც ზინედინ ზიდანმა "ბრიუგესთან" მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ მეკარე ტიბო კურტუა შეცვალა. 

გავრცელებული ცნობით, ბელგიელ კიპერს თავბრუსხვვა ჰქონდა და მუცელი სტკიოდა, რის გამოც თამაში ვეღარ გააგრძელა. 

ტკივილი იმდენად საშინელი იყო, რომ ბელგიელი კარის დარაჯი მამამისმა საკუთარი ავტომობილით მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ კურტუა არეოლამ შეცვალა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "რეალსა" და "ბრიუგეს" შორის კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მადრიდის რეალი ტიბო კურტუა ალფონსო არეოლა ბრიუგე

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის