შევჩენკო და სხვა - რომელი სპეციალისტები განიხილებიან "მილანის" შესაძლო მთავარ მწვრთნელად

იტალიურ პრესაში არ წყდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" მალე მთავარ მწვრთნელს გამოიცვლის. 

მიუხედავად იმისა, რომ "როსონერის" სპორტულმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ გუნდის მენეჯერ მარკო ჯამპაოლოს კიდევ ერთი შანსი მისცა, ჩვენს აპენინელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ მისი დღეები "სან სიროზე" მაინც დათვლილია. 

თუ მართლაც ყველაფერი ასე მოხდა, ვინ შეცვლის მას? - პაოლო მალდინის პირველ ვარიანტად ანდრეი შევჩენკო ჰყავს შეგულებული. 

გავრცელებული ცნობით, მან ყოფილ თანაგუნდელს უკვე დაურეკა და შესთავაზა, რომ "მილანი" ჩაიბაროს, თუმცა შევჩენკო ახლა უკრაინის ნაკრებს წვრთნის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის და რთულად წარმოსადგენია, რომ მან ზაფხულამდე ეს ნაბიჯი გადადგას. 

"როსონერის" კიდევ 3 ვარიანტი აქვს. ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი, რომლის დაყოლიებაც და ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალიან გაუჭირდება. 

აი, ლუჩიანო სპალეტი და კლაუდიო რანიერი კი ყველაზე რეალურ ვარიანტებად ჩანს, რადგან მათ ბევრი მთხოვნელიც არ ჰყავთ და "მილანში" მუშაობის პერსპექტივაც უნდა ხიბლავდეთ.

"მილანი" 5 ოქტომბერს "ჯენოას" სტუმრობს და თუ ვერ გაიმარჯვა, ჯამპაოლოს გაუშვებენ. საინტერესოა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში "ჯენოას" შესაძლოა სათავეში "როსონერის" ყოფილი მენეჯერი ჯენარო გატუზო ედგეს. 

საშინელი შედეგის მიუხედავად, "მილანი" მარკო ჯამპაოლოს არ გაათავისუფლებს

ჯენოა მილანი კლაუდიო რანიერი ანდრეი შევჩენკო ფლორენციის ფიორენტინა მარკო ჯამპაოლო

მსგავსი პოსტები

უდიდესი მოულოდნელობა - იტალიის პოლიციამ ანდრეი შევჩენკო დააპატიმრა

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება