საშინელი შედეგის მიუხედავად, "მილანი" მარკო ჯამპაოლოს არ გაათავისუფლებს

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ "როსონერის" უახლოეს მომავალში კვლავ მარკო ჯამპაოლო დამოძღვრავს. 

როგორც მან აღნიშნა, ახალ დამრიგებელს დრო უნდა მიეცეს და ლეგენდარულ მცველს მიაჩნია, რომ მომავალში შედეგები გამოსწორდება.

როგორც იცით, სერია A-ს მე-6 ტურში "მილანი" საკუთარ მოედანზე "ფიორენტინასთან" 1:3 დამარცხდა. 

საწყისი 6 ტურის შემდეგ კი "ლომბარდიელებს" 4 მარცხი და 2 მოგება აქვთ, ასეთი ცუდი შედეგი კი ბოლოს 1938 წელს ჰქონდათ. 

მე-7 ტურში "მილანი" 5 ოქტომბერს "ჯენოას" სტუმრობს. 

"მილანი" შესაძლოა კვლავ ჯენარო გატუზოს ჩააბარონ

ჯენოა მილანი ფლორენციის ფიორენტინა პაოლო მალდინი მარკო ჯამპაოლო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება