"მილანი" შესაძლოა კვლავ ჯენარო გატუზოს ჩააბარონ

Corriere Dello Sport წერს, რომ "მილანს" სათავეში შესაძლოა კვლავ ჯენარო გატუზო ჩაუდგეს. 

მარკო ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით "როსონერი" ძალიან ცუდად ასპარეზობს და საწყის 5 ტურში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა. 

იტალიური პრესა ირწმუნება, რომ თუ "ლომბარდიელები" 29 სექტემბერს "ფიორენტინას" ვერ დაამარცხებენ, ჯამპაოლოს კარისკენ მიუთითებენ. 

"სან სიროზე" დაბრუნების მთავარი კანდიდატი სწორედ გატუზოა. მის გარდა ასევე ლუჩიანო სპალეტისა და კლაუდიო რანიერის გვარებიც სახელდება. 

მილანი კლაუდიო რანიერი ჯენარო გატუზო ლუჩიანო სპალეტი მარკო ჯამპაოლო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება