"ლივერპულის" 16 წლის ნახევარმცველმა რეკორდი დაამყარა

16 წლის ნახევარმცველმა ჰარვი ელიოტმა "ლივერპულში" რეკორდი დაამყარა. 

საქმე იმაშია, რომ ის ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში იურგენ კლოპმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, "მერსისაიდელებმა" კი "მილტონ დონსი" 2:0 დაამარცხეს. 

იმ დროისთვის, ელიოტი მხოლოდ 16 წლისა და 174 დღისა გახლდათ. ამ ასაკში კი "ლივერპულის" ფორმით ოფიციალურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა არცერთ ფეხბურთელს არ დაუწყია. 

ელიოტი "ფულჰემის" სკოლის აღზრდილია და ის "ლივერპულში" ამ ზაფხულს გადავიდა. 

ლივერპული ჰარვი ელიოტი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით