ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე

ბელგიური საიტი voetbalkrant.com წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მოედანზე იმაზე ადრე დაუბრუნდება, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო. 

20 წლის ფეხბურთელის მოედანზე ხილვას 24 ოქტომბერს ვარაუდობენ, როდესაც "გენტი" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ვოლსფბურგს" დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაზაფხულზე გაიკეთა და თავიდან ვარაუდობდნენ, რომ მას უქმოობა 6 თვით მოუწევდა. 

ის კვირას, 28 სექტემბერს, 21 წლის გახდება. 

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა