სიგარეტი "იუვენტუსთან" მატჩის წინ - მარიო ბალოტელის სკანდალური ვიდეო გადაუღეს [VIDEO]

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში "იუვენტუსი" "ბრეშიას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 

მატჩის დასრულების შემდეგ კი სოციალურ ქსელში მასპინძელთა ფორვარდის მარიო ბალოტელის სკანდალური ვიდეო გავრცელდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვიდეო შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული და ბალოტელი გასახდელში სიგარეტს ეწევა. 

ჭირვეულმა იტალიელმა ფორვარდმა 90 წუთი იასპარეზა, თუმცა ხეირიანი ვერაფერი გააკეთა. 

შეგახსენებთ, რომ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა ამ ზაფხულს "ბრეშიაში" და დისკვალიფიკაციის გამო ამ სეზონში მხოლოდ პირველად იასპარეზა. 

ნახეთ, ბალოტელის ვიდეო ამ ლინკზე:

ტურინის იუვენტუსი მარიო ბალოტელი ბრეშია

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია