ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ცუდ სეზონის სტარტზე ისაუბრა

"ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კატალონიური გრანდის სეზონის ცუდ სტარტზე ისაუბრა.

"ძალიან ცოტა მომენტს ვქმნით, მეტოქეს კი ბევრ შანსს ვაძლევთ. მესმის, რომ ეს ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია, თუმცა ყველა ამ გამოწვევას ერთად უნდა გავუმკლავდეთ. 

ვიცით რაც არის საჭირო იმისათვის, რომ შექმნილ მომენტში თამაში გავაუმჯობესოთ, ასე რომ დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში უკეთეს "ბარსელონას" იხილავთ.

დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ძალიან რთულია. ანსუ ფატი? - მან ვარჯიშზე პირველივე დღიდანვე გამაოცა და ჩემი ყურადღება მიიპყრო. მჯერა, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს", - ამბობს მესი. 

ბარსელონა ლიონელ მესი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ