იურგენ კლოპმა "ლივერპულში" მისი მემკვიდრე დაასახელა

"ლივერპულის" დამრიგებელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად სტივენ ჯერარდის ხილვა სურს. 

"მას შემდეგ რაც "ლივერპულის" მენეჯერად დავინიშნე, კენი დალგლილი და სტივენ ჯერარდი ჩემი აქტიური მხარდამჭერები არიან. 

თუ მე "ლივერპულიდან" ხვალვე წავალ, შესაძლოა, ჩემი ადგილი სწორედ დალგლიშმა დაიკავოს. 

ვის ვისურვებდი მე მთავარ მწვრთნელად? - მე მხარს სტივენ ჯერარდს ვუჭერ. 

მას ყველანაირად დავეხმარებოდი და რჩევებს მივცემდი", - თქვა კლოპმა. 

შეგახსენებთ, რომ კლოპი "ლივერპულს" 2015 წლის ოქტომბრიდან წვრთნის და მას გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 

ჯერარდი ამჟამად გლაზგოს "რეინჯერსს" მოძღვრავს, დალგლიში კი ჯერჯერობით უმუშევარია. 

ლივერპული იურგენ კლოპი გლაზგოს რეინჯერსი სტივენ ჯერარდი კენი დალგლიში

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით