მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა სათავეში პრემიერ ლიგის გრანდს ჩაუდგეს

Calciomercato წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა მასიმილიანო ალეგრი დაინიშნოს. 

როგორც იცით, "წითელ ეშმაკებს" პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვთ და საწყისი 6 ტურის შემდეგ მოპოვებული 8 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ.

"ოლდ ტრაფორდზე" ფიქრობენ, რომ ამაში მთავარი დამნაშავე გუნდის მენეჯერი ოლე გუნარ სოლსკიაერია და თუ შედეგები არ გამოსწორდება, მას მალე დაითხოვენ.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მას ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჩაანაცვლებს. 

ტურინის იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედი მასიმილიანო ალეგრი ოლე გუნარ სოლსკიაერი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია