ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშებს კრიშტიანო რონალდო "ბრეშიასთან" შეხვედრაში

სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში, სადაც "იუვენტუსი" გასვლაზე "ბრეშიას" დაუპირისპირდება, კრიშტიანო რონალდო არ ითამაშებს.

"ვეკია სინიორას" სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცეს.

როგორც იცით, მან ბოლო ერთ კვირაში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რონალდოს კუნთების პრობლემა აქვს და ამ ეტაპზე მისი გადაღლა საჭირო არაა. 

შეგახსენებთ, რომ "ბრეშიასა" და "იუვენტუსის" შეხვედრა 24 სექტემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო ბრეშია

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა