ჯენარო გატუზო სერია A-ს გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

Football Italia წერს, რომ ჯენარო გატუზო შესაძლოა სათავეში "ლაციოს" ჩაუდგეს. 

რომაულმა გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და გასვლაზე "სამპოდორია" გაანადგურა (3:0), თუმცა შემდეგ "რომასთან" ფრე ითამაშა, "სპალთან" კი დამარცხდა. 

ამასთან ერთად, გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურშიც დამარცხდა. 

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, "ლაციოს" ხელმძღვანელობა მოქმედი მენეჯერის სიმონე ინძაგის მუშაობით უკმაყოფილოა და შედეგების ვერ გამოსწორების შემთხვევაში, კარისკენ მიუთითებს. 

თუ ყველაფერი ასე მოხდა, მაშინ "არწივებს" სათავეში "მილანის" ყოფილი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ჩაუდგება. 

მილანი ჯენარო გატუზო რომის ლაციო სიმონე ინძაგი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება