კრიშტიანო რონალდო: ამ 3 ადამიანს დიდი ხანია ვეძებ და...

ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ თავის მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა. 

"როდესაც 11-12 წლის ვიყავი, ჩვენს ოჯახს ფული საერთოდ არ ჰქონდა. "სპორტინგის" აკადემიაში სხვა ბავშვებთან ერთად ვცხოვრობდი და ოჯახს 3 თვეში ერთხელ ვნახულობდი - ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. 

გვიან საღამოს ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მშიერი ვიყავით, საწვრთნელი ბაზის ახლოს კი McDonalds-ი მდებარეობდა. 

ჩვენ იქ მივდიოდით და ქალბატონას სახელად ედნასა და 2 გოგონას ვთხოვდით, რომ რაიმე საჭმელი მოეცა. 

მას შემდეგ, ეს ადამიანები აღარასდროს მინახავს. ძალიან მინდოდა მათი პოვნა, მაგრამ ის McDonalds აღარ ფუნქციონერებს და ადგილობრივებმაც მათ შესახებ არაფერი იციან.

მინდა, რომ ამ ინტერვიუთი მათ მადლობა გადავუხადო და სადილზე დავპატიჟო, რომ ვალის ნაწოილობრივ დაფარვა მაინც შევძლო", - აღნიშნავს რონალდო.

 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო ლისაბონის სპორტინგი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა