ჩავი ერნანდესი: ეს ფეხბურთელი მალე მსოფლიოში საუკეთესო გახდება

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა და ახლა უკვე კატარული "ალ-სადის" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც მისი აზრით მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. 

"დიდი დროის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელი ან კრიშტიანო რონალდო ხდებოდა, ან ლიონელ მესი. 

ისინი ახლაც დიდებული მოთამაშეები არიან, თუმცა უახლოეს მომავალში მათი ჩანაცვლება გახდება საჭირო.

შემიძლია ვთქვა, რომ მათი შეცვლა ნეიმარს, მბაპეს, სალაჰსა და სტერლინგს შეუძლიათ. მე თუ შემეკითხებით, საუეკთესოდ გახდომის ყველაზე კარგი შანსი სწორედ რაჰიმ სტერლინგს აქვს", - ამბობს ჩავი. 

 

რაჰიმ სტერლინგი ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდო ჩავი ერნანდესი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცნობილი ადამიანი ქართველია - ამ წუთებში გამაოგნებელი ინფორმაცია ვრცელდება