იკერ კასილასი: ფეხბურთში ეს წესი აუცილებლად შესაცვლელია

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარე იკერ კასილასმა ახალი ინიციატივა წამოაყენა. 

მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ოქროს ბურთის მფლობელი არა რომელიმე კონკურეტული ფეხბურთელი ხდებოდეს, არამედ ოქროს ბურთის მფლობელი ყველა პოზიციაზე დასახელდეს. 

"ვან დეიკი გასულ სეზონში საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა სხვანაირად უნდა ირკვეოდეს. 

უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ჯილდოს მფლობელები ყველა პოზიციაზე ცალ-ცალკე გამოვავლინოთ", - წერს კასილასი. 

პორტო იკერ კასილასი

მსგავსი პოსტები

დიდი დაბრუნება - ჰალკი მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდში ითამაშებს

ოფიციალურად: იკერ კასილასის მომავალი გუნდი ცნობილია

იკერ კასილასი გაცხარებულია: ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდით!