კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, აპირებს თუ არა ჯორჯიანა როდრიგესზე ქორწინებას

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ იმის შესახებ ისაუბრა, აპირებს თუ არა დაქორწინებას თავის მეგობარ გოგონა ჯორჯიანა როდრიგესზე. 

"ჯორჯიანა ძალიან დამეხმარა და რა თქმა უნდა, ის ძალიან მიყვარს. ქორწინება? - რატომაც არა, ერთ დღეს ესაც შესაძლებელია მოხდეს და მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, დედაჩემი ძალიან ბედნიერი იქნება. 

ჯორჯიანა პირველ რიგში ჩემი მეგობარია და ჩვენ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით", - თქვა რონალდომ.

კრიშტიანო და ჯორჯიანა ერთად 2016 წლიდან არიან. მათ 2017 წელს ქალიშვილი ალან მარტინი შეეძინათ. 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო ჯორჯიანა როდრიგესი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა