კევინ-პრინც ბოატენგი: "ბარსელონაში" გადასვლა შეცდომა იყო

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა კევინ-პრინც ბოატენგმა განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდში გადასვლა შეცდომა იყო. 

როგორც იცით, ის გასულ ზამთარს "სასუოლოდან" გადაბარგდა იჯარით "ბლაუგრანაში" და ჯამში მხოლოდ 302 წუთი ითამაშა. 

"ბარსელონაში" გადასვლა ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. იქ არავის ვჭირდებოდი და ყურადღებას არავინ მაქცევდა. 

თამაში თითქმის არ მიწევდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ზაფხულში გუნდი გამომეცვალა", - თქვა ბოატენგმა. 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ბოატენგი "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა. 

"ეს ყველაფერი სექსმა გამოიწვია" - "მარკამ" კევინ პრინც ბოატენგის მეუღლის სიტყვები გაიხსენა

ბარსელონა სასუოლო ფლორენციის ფიორენტინა კევინ-პრინც ბოატენგი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ