მწვრთნელების ხელფასები სერია A-ში: ყველაზე მეტს კონტე იღებს, ყველაზე ცოტას იგორ ტუდორი

La Gazzetta dello-მა სერია A-ში გუნდების მწვრთნელების ხელფასები გამოაქვეყნა. 

საინტერესოა, რომ სიას სათავეში "ინტერის" მენეჯერი ანტონიო კონტე უდგას, რომელიც სეზონში 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ეს არამარტო 2019/20-წლების რეკორდი, არამედ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში მწვრთნელისთვის ყველაზე მაღალი ხელფასია და აქამდე სერია A-ში მომუშავე არცერთ მწვრთნელს მსგავსი გასამრჯელო არ ჰქონია. 

მეორე ადგილზე ტურინის "იუვენტუსის" დამრიგებელი მაურისიო სარია, ვისაც 5,5 მილიონ ევროს უხდიან.

5 მილინ ევროს "ნაპოლიში" კარლო ანჩელოტის, 3 მილიონ ევროს კი სინიშა მიხაილოვიჩსა და პაულო ფონსეკას უხდიან, ვინებიც შესაბამისად "ბოლონიასა" და "რომას" მოძღვრავენ. 

საინტერესოა, რომ "მილანის" ახალი დამრიგებელი მარკო ჯამპაოლო მხოლოდ 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითაც მე-8 ადგილზეა. 

აქვე გეტყვით, რომ სერია A-ში ყველაზე დაბალ ხელფასს "უდინეზეს" მწვრთნელ იგორ ტუდორის უხდიან - 500 000 ევროს. 

ტურინის იუვენტუსი ანტონიო კონტე მაურისიო სარი მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ