გარი ლინეკერის შვილი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა Mirror-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მისი 25 წლის შვილი ჰარი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. 

"ჩემი შვილი სიერა ლეონეში იმყოფებოდა, რათა ადგილობრივი ფეხბურთის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაეღო. 

8 სექტემბერს ამ ქვეყნის ნაკრები მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფარლებში ლიბერია მასპინძლობდა და 1:0 გაიმარჯვა, თუმცა პირველი მატჩი 1:3 ჰქონდა წაგებული და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

საინტერესოა, რომ 94-ე წუთზე სიერა ლეონელმა უმურა ბანგურამ პენალტი ვერ გაიტანა, რის შემდეგაც მოედანზე ფანები შევარდნენ და სიტუაცია უმართავი შეიქმნა. 

ამ დროს ჰარი გასახდელ გვირაბში შევარდა, სადაც მას გულშემატკივრები დაეხსნენ თავს, ტელეფონი წაართვეს და ტანსაცმელი გახადეს.

ერთ-ერთ ფანს დანაც ჰქონდა და საბედნიეროდ, ჩემი შვილის სიცოცხლე პოლიციელმა გადაარჩინა, რომელმაც ჩემი შვილი თავდამსხმელებისგან დაიცვა", - ამბობს უფროსი ლინეკერი. 

"ტელევიზორში ყურება სჯობს" - გარი ლინეკერმა ბაქოს სტადიონს დასცინა [PHOTO]

გარი ლინეკერი ჰარი ლინეკერი

მსგავსი პოსტები

"ტელევიზორში ყურება სჯობს" - გარი ლინეკერმა ბაქოს სტადიონს დასცინა [PHOTO]

გარი ლინეკერის შვილი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა