ლაუტარო მარტინესი: მაურო იკარდი მუდმივად ამას მეუბნებოდა

"ინტერის" ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა განაცხადა, რომ ყოფილ თანაგუნდელ მაურო იკარდის "ნერიაძურიში" დარჩენა სურდა, თუმცა გუნდმა ის მაინც გაუშვა.

"მაურო იკარდისთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა. ის ყოველთვის მიმეორებდა, რომ დარჩენა და თამაში სურდა, მაგრამ სამწუხაროდ ახლა სხვა სიტუაციაა. 

მინდა, რომ მას ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მას შემდეგ რაც იტალიაში გადმოვედი, ის ინტეგრირებაში ძალიან დამეხმარა", - თქვა ლაუტარომ.

შეგახსენებთ, რომ იკარდი "ინტერმა" პსჟ-ში გააიჯარა და პარიზელებს მისი გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეეძლებათ. 

პსჟ მაურო იკარდი მილანის ინტერი ლაუტარო მარტინესი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...