გუტის საბერძნეთის ჩემპიონატში სთავაზობენ დასაქმებას

საბერძნეთის ჩემპიონატის ბინადარი "არისი" მადრიდის "რეალის" ლეგენდა გუტის მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობს. 

გუნდის პრეზიდენტი თეოდოროს კარიპიდისი მოქმედი დამრიგებლის სავას პანტელიდისის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან კლუბმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "მიოლდესთან" წააგო, შიდა ჩემპიონატის საწყის 2 ტურში კი მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. 

"არისის" სპორტული დირექტორი ანგელოს ხარისტიასი უახლოეს დღეებში შეხვდება გუტის და სამომავლო თანამშრომლობაზე დაელაპარაკება. 

გუტი ამჟამად "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის, ადრე კი "ბეშიქთაშის" მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ. 

მადრიდის რეალი ბეშიქთაში გუტი არისი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ