კურაკაოს ნაკრების მეკარე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვნეს

კურაკაოს ნაკრების 31 წლის მეკარე ჟარზინიო პიტერი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვნეს.

ეს ფაქტი ჰაიტიში მოხდა, სადაც კურაკაოს ნაკრები კონკაკაფის ნაციონალური ლიგის მატჩში ჰაიტის უნდა დაპირისპირებოდა. 

პიტერის ცხედარი სასტუმროში აღმოაჩინეს და გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. 

ის კურაკაოს ჩემპიონატის ბინადარ "ცენტრო დომინგუიტოში" ასპარეზობდა. 

ჟარზინო პიტერი

მსგავსი პოსტები

კურაკაოს ნაკრების მეკარე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვნეს